Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
Вернуться на домашнюю страницу
POEZIIS 5 WUTI
Kარგად არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ,

ამ პატარა გულს ვერ გაექცევი,

მე გამოგკეტე ამ ოთხ კედელში

და ეს სიცოცხლე შენ მოგიძღვენი.

თუ ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან,

რომ არ მეღირსა შენი ალერსი,

სიზმარშე, ერთხელ მაინც მიხილავ

და ათრთოლდება შენი ტუჩები.

როცა ჩახედავ ამ ლამაზ თვალებს

და აცრემლდება შენი თვალები,

შენ მაშინ იტყვი, რომ შენც გიყვარდი,

მაგრამ ამ ქვეყნად, აღარ ვიქნები..
მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე
და აღარ მინდა შენს გვერდით ყოფნა,
ნუ მეუბნები ,რომ ქვეყანაზე
ბედნიერება ვპოვეთ ჩვენ ორმა.



ვეგებებოდი დღეს შენზე ფიქრით,
არვინ მახსოვდა ქვეყნად შენს გარდა,
მაგრამ მომბეზრდა ეს ყოველივე,
უკვე დამთავრდა,დაეშვა ფარდა.



ჩემთვის იყავი შორი ოცნება
და ახლა როცა ოცნება ახდა,
მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე,
მე შენს სიყვარულს უარვყოფ ახლა.
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.



აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა



ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია . . .
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს

და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.

შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს

და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.

და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,

ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.

თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს

მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,

გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს

და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.
უდიდესი სიმტკიცე არის უდიდესი ლმობიერება - ლონგფელოუ

ბედნიერება არის მცირედი უპირატესობა მისი დაკარგვის წინ - რიკლე

ფული ოქროთი გამოკვეთილი თავისუფლებაა - რემარკი

ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში - მარკ ტვენი

სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია - სტენდალი

აჩუქეთ მას მეთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ - ფალკენარი
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!



ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...



დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერძე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
დღეს, მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,


გაფანტულ ფოთლებს, კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.


დღეს მისი მზერა, გამჭირვალე მინისებრია.


საოცარია, ფიქრებისგან დაღლილი ქალი.


თითქოს, სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.


თუმც, სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.


ის, მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად


და ოქტომბერში, მარტოობამ დასწერა ჯვარი...
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!




ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...




დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?